ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზენში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტის შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.
სოფელ ზენში გამართულ კონსულტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია და მერი დავით ბუკია ესწრებოდნენ.
სოფელში რეგისტრირებულმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით დასახლებისათვის პრიორიტეტულ პროექტს დაუჭირა მხარი.
საქართველოს მთავრობამ ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოუყო.