ხობის კულტურის სახლში „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებული ბავშვთა თეატრის სპექტაკლ „პატარა კახის“ პრემიერა შედგა.
სპექტაკლი აკაკი წერეთლის დრამატული პოემის - „პატარა კახის“ მიხედვით, რეჟისორმა მარინე ჯღარკავამ დადგა.
პრემიერას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია და მერი დავით ბუკია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
თეატრალური წარმოდგენა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.