21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაიმართა თოჯინების სპექტაკლი, ,,მზიურას თავგადასავალი“ -ს პრემიერა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები. კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო ბავშვთა ნახატების გამოფენა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.