7 მარტს ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ბავშვთა თეატრალური დასის (ხელმძღვანელი მ. ჯღარკავა) მიერ გაიმართა სპექტაკლის პრემიერა „ნათელა“ აკაკი წერეთლის ნაწარმოების მიხედვით, რომელმაც მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა.
სპექტაკლის პრემიერას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ დამსწრე ქალბატონებს მიულოცეს გაზაფხულის დღესასწაული - ქალთა საერთაშორისო დღე და საჩუქრად ყვავილები გადასცეს მათ.