ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან’’ არსებული ბავშვთა თეატრის სპექტაკლის - „შემოდგომის აზნაურების“ პრემიერა შედგა.
რეჟისორმა მარინა ჯღარკავამ სპექტაკლი დავით კლდიაშვილის მოთხრობების
„ბაკულას ღორების “, „სოლომან მორბელაძეს“, და „დარისპანის გასაჭირის“
მიხედვით დადგა.
პატარა მსახიობებმა როლები ოსტატურად მოირგეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს.
სპექტაკლს დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება 23 და 24 დეკემბერს გაიმართება.