10 თებერვალს, კულტურის სახლის დიდ დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებული თეატრალური დასის მიერ გაიმართა სპექტაკლის პრემიერა „მავთულხლართი“ გიორგი სოსიაშვილის მოთხრობის მიხედვით. რომელმაც, თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მაყურებელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია: რამაზ ლოლუა, ხმის რეჟისორი თითათინ ჯიქია, განათება: ვანია შეროზია. მონაწილეობდნენ: ნიკა კაჭარავა, ზვიად ზურაბაშვილი, მანანა შამათავა, ნიკა კორტავა, თათია ქირია, სალომე ალანია და ცოტნე ვადაქარია.
სპექტაკლის პრემიერას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოწვეული სტუმრებთან ერთად დაესწრო.