ხობის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდების მონაწილეობით საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ორდღიან ტურნირში 2010, 2011 და 2012 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა 16 ხოლო გოგონათა 8 გუნდი მონაწილეობდა, ტურნირის პარალელურად ხობის ცენტრალურ პარკში ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობა მძლეოსნობაში.
ღონისძიებებს ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეძმარიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, „სპორტი ყველასათვის“ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი მაია აზარაშვილი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილების მფლობელ გუნდებს თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
სპორტული ღონისძიება საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.