10 ოქტომბერს ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის მინი სტადიონზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, „სპორტი ყველასათვის” ფედერაციის, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ხობის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა ტურნირი მინი ფეხბურთში 11-12 წლის მოზარდებს შორის. ტურნირის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ახალგაზრდების ჩართვა სპორტულ აქტივობებში. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის 8 წარმომადგენლობითმა გუნდმა: ქ. ხობის №1, ქ. ხობის №2, ხეთის, პირველი მაისის, ჭალადიდის, საჯიჯაოს, ხიბულის №1 და შუა ხორგის საჯარო სკოლებიდან. მონაწილეებს დიპლომები გადაეცათ , ხოლო საპრიზო (1,2,3 ) ადგილზე გასული გუნდები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ . გამარჯვებული, ქ.ხობის №1 საჯარო სკოლის გუნდი დაჯილდოვდა სამახსოვრო საჩუქრებით, ხოლო საუკეთესო მოთამაშეები სპეციალური პრიზებით.