15 აპრილს პირველ ხორგაში სტარტი აიღო 2008 წელს აგვისტოს ომის დროს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის ტრადიციულმა რიგით მეექვსე გათამაშებამ მინი ფეხბურთში. შეჯიბრში რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის გახსნას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომიისის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია.
შეჯიბრის ფინალური მატჩი გაიმართება 19 აპრილს გოგა ბერაიას დაბადების დღეს.