24 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სტარტი აიღო 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში. ტურნირში ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის დასავლეთ სარდლობის ლოჯისტიკის სამსახურის, ეროვნული გვარდიის კადრირებული ბრიგადის, ფოთის ჭაბონარას, ხობის ჭალეს, ქობულეთის, ჭადადიდისა და საგვიჩიოს ფეხბურთელთა გუნდები მონაწილებენ. ტურნირის გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაიასთან და დასავლეთ სარდლობის სარდალთან გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად დაესწრო. ფინალური შეხვედრა 2 აგვისტოს გაიმართება.