19 ნოემბერს საბილიარდო კლუბ „მიხეილში“-ში სტარტი აიღო 2008 წლის აგვისტოში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის მიხეილ იოსავას სახელობის თასის რიგით მეთერთმეტე გათამაშებამ ბილიარდში. შეჯიბრში 32 მობილიარდე მონაწილეობს, ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით იმართება. ფინალური შეხვედრა 23 ნოემბერს გაიმართება.