25 აგვისტოს, ხობში საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე სტარტი აიღო ხობის „კოლხეთი-2“-ის ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასისგათამაშებამ ფეხბურთში.
საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობენ ფოთის კოლხეთის, ბათუმის საფეხბურთო აკადემიის, ქუთაისის ტორპედოს, ზუგდიდის ბაიას, მარტვილის საფეხბურთო სკოლის, ხონის სასპორტო სკოლის, სენაკის ეგრისის და ხობის კოლხეთის ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდები.
ტურნირის გახსნის ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას ოჯახის წევრებთან და საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ ორგანიზებით და სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლიმპიური ორგანიზაციის მხარდჭერით ხორციელდება. ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია 29 აგვისტოს გაიმართება.