უხვი ნალექის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის, ხამისკურისა და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია. პრობლემურ ადგილებზე ასევე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხობის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლები. ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისია ადგილზე შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და დაადგენს ზარალის მოცულობას.