ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მეწარმე სუბიექტებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები უძღვებოდნენ. საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებმა მეწარმე სუბიექტებს მიაწოდეს ინფორმაცია სურსათის უვნებლობის მართვის სისტემისა (წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, წინასწარი აუცილებელი პროგრამები, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა - HACCP) და სურსათის უვნებლობის მართვის სტანდარტების (ISO 22000) შესახებ. პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება, რათა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით სარგებლობა შეძლონ.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა საკრებულოს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთდ დაესწრო.