ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია გამგეობის სააქტო დარბაზში ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ ქალბატონებს შეხვდნენ, დამდეგი 8 მარტი მიულოცეს მათ და საჩუქრად ვარდები გადასცეს.
საკრებულოს ბიუროსა და აპარატში მოსამსახურე ქალბატონებს საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, აპარატის უფროსმა ლელა შამათავამ კოლეგა მამაკაცებთან ერთად ასევე მიულოცეს დამდეგი ქალთა დღესასწაული და ყვავილები გადასცეს საჩუქრად.