თეიმურაზ კვიკვინიამ ჭადრაკში 8-წლის ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონობა შეინარჩუნა
ქ.მარნეულში 12 მაისს დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, სადაც თეიმურაზ კვიკვინიამ 8-წლის ჭაბუკთა შორის 8,5 ქულით საქართველოს ჩემპიონობა შეინარჩუნა და ბათუმში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე დაფინანსება მოიპოვა. ხოლო საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში მესამე ადგილი ლუკა შამუგიას ერგო. გამარჯვებულები თასებით, მედლებითა დადიპლომებით დაჯილდოვდნენ.