ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში ქორეოგრაფ თენგიზ ჩიტაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
თენგიზ ჩიტაიას შემოქმედებითი მოღვაწეობის 50 წლის და დაბადების 70 წლის იუბილეხელისუფლების წარმომადგენლებმა და კოლეგებმა მიულოცეს.
საიუბილეო საღამოზე ადგილობრივი და მოწვეული ქორეოგრაფიული ანსამბლები ქართული ხალხური ცეკვებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.