ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, 12 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ტრენინგი ,,გენდერული თანასწორობა ადგილობრივ დონეზე“. ტრენინგის მიზანი იყო ხობის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების მიმღები პირების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე.
ტრენინგს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოსა და მერიის საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
ქალთა საინფორმაციო ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს თვითმმართველობებთან გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციის მიმართულებით. ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებს და ეხმარება გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნასა და გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ჩატარდა