28 ივლისს, ასოციაცია „მერკურმა“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისთვის ტრენინგი ჩაატარა თემაზე „მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოები- ფუნქციები, როლი და საქმიანობა“.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად ესწრებოდა.