18 იანვარს, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლალა წულაიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის წარმომადგენელმა ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში იური ჯობავამ ,,განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ,,წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების“ ქვეპროგრამით გამოვლენილ ახალგაზრდებს 17 ოქროს და 18 ვერცხლის მედალი გადასცეს.
შეხვედრაზე სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებიც დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოების ცერემონიალს სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მშობლებიც ესწრებოდნენ.