12 აგვისტოს ხობის ცენტრალურ პარკში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა.
მოსწავლეებს სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედლებზე დამთავრება ხობის მუნიციპალიტეტის მერმადავით ბუკიამ მიულოცა და კურსდამთავრებულებს სიგელები გადასცა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გივი ლატარია, მერის მოადგილეები რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია, ადგილობრივი თვითმმართველობის და რესურსცენტრის წარმომადგენლებთან, სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან ერთად ესწრებოდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2025-2026 სასწავლო წლების 62 კურსდამთავრებული გახდა ოქროს და ვერცხლის მედალოსანი. მათ შორის 50 ოქროს მედალოსანია , ხოლო ვერცხლის მედალოსანი -12 .
„ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში თითოეულ წარმატებულ მოსწავლეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად ანგარიშზე ფულადი თანხა ჩაერიცხება.