მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“. პროგრამის ფარგლებში დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გაიმართა ხობის, აბაშის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებიდან წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება.
წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვების ცერემონიალს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის პირველი მოადილე ირაკლი ჯიქია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ბერაია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თეა გელანტია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბეატრისა რუსია, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი შალუტაშვილი საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტის ორგანიზებით ჩარატდა.
2018 წელს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული მოსწავლეები, რომელთა საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დღეს 128 მოსწავლე დაჯილდოვდა.