ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. საერთაშორისო პირველობების როგორც გამარჯვებულ, ასევე პრიზიორ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს გადაეცათ ფულადი ჯილდო, ხოლო საქართველოს პირველობებზე წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებს ფასიანი საჩუქრები.