ხობის კულტურის სახლის ფოიეში, ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას, დამდეგი შობა- ახალი წელი მიულოცა მათ და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
საერთაშორისო პირველობების გამარჯვებულ და პრიზიორ სპორტსმენებს და მწვრთნელებს გადაეცათ ფულადი ჯილდო, ხოლო საქართველოს პირველობებზე წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.