ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის 2025 წლის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, ადგილობრივი თვითმმართველობის და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსოფლიოს, ევროპის, საქართველოს პირველობების, საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონები და პრიზიორები, მწვრთნელები სპორტის სფეროში მიღწეული წარმატებებისა და ხობის მუნიციპალიტეტის წარმოჩენისთვის ფასიანი საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
2025 წელს “ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარებისა მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, წარმატებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს მიღწეული შედეგების შესაბამისად ფულადი თანხა პირად ანგარიშზე ერიცხებოდათ.