საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია.
საქართველოს მასშტაბით 66 მთავარ რეგიონალურ ბიბლიოთეკას, მათ შორის, ქალაქ ხობის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკას გადაეცა სპეციალური ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც, 26-29 მაისს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალის მსვლელობისას განხორციელდა ფესტივალზე წარმოდგენილი სხვადასხვა სახის ლიტერატურის შეძენა.
ქალაქ ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის მკითხველებს უახლოეს დღეებში ფესტივალის ფარგლებში შეძენილი სამეცნიერო, მხატვრული, დოკუმენტური და სხვა სახის ლიტერატურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.