24 მარტს ხობის N-1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტუბერკულოზის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული დევიზით „გამოავლინე, უმკურნალე, განკურნე ტუბერკულოზი.“ პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ლექცია-საუბარი ტუბერკულოზის პრევენციის საკითხებზე. ტუბერკულოზის კონტროლის გაძლიერების მიზნით ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს დაავადებულთა მკურნალობის და კონტაქტირებულთა აქტიურ ეპიდკვლევას და აუცილებელ სამედიცინო გამოკვლევას. ტუბერკულოზის მსოფლიო საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 24 მარტს აღინიშნება.