28-30 აპრილს, ქალაქ ხაშურის სასპორტო სკოლის დარბაზში გაიმართა ნიკოლოზ ხვედელიძისა და ვასო ჩოჩიშვილის სახელობის მე-7 რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში.
სპორტულ შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზეს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა. ტურნირზე საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1. დავით გვასალია I ადგილი 38 კგ. წონითი კატეგორია
2. ლუკა ხელაია I ადგილი 32 კგ. წონითი კატეგორია
3. გოგა გაბისონია I ადგილი 53 კგ. წონითი კატეგორია
4. მიშიკო ალექსანდრია I ადგილი 35 კგ. წონითი კატეგორია
5. დავით კილასონია I ადგილი 42 კგ. წონითი კატეგორია
6. ალექსი თირქია III ადგილი 38 კგ. წონითი კატეგორია
7. მალხაზ კვარაცხელია III ადგილი 29 კგ. წონითი კატეგორია
8. ცოტნე ბუკია III ადგილი 32 კგ. წონითი კატეგორია
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობელ სპორტსმენებს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ.