3 აგვისტოს სტარტი აიღო 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ჭითანავასა და ჯარისკაც ლევან ტურავას სახელობის რიგით მეთერთმეტე გათამაშებამ მინი ფეხბურთში. ტურნირი საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება და მასში 8 გუნდი მონაწილეობს. .ფინალური შეხვედრა 8 აგვისტოს გაიმართება.