უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის თემში საცხოვრებელი სახლების პირველი სართული და სათესი ნაკვეთები დატბორა. განადგურდა შინაური ფრინველი და მოსავალი. მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები. სტიქიის ზონა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს და წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ მოსახლობას შეხვდნენ. შეიქმნება ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რომელიც მოსახლეობას შესაბამის დახმარებას გაუწევს.