ქალაქ ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში უკრაინიდან ჩამოსული სოფია ზარანდია და ევა გოგენია ჩაირიცხნენ. უკრაინაში მცხოვრებ სოფიას და ევას ოჯახებს ომის გამო იძულებით მოუხდათ ხობში გადმოსვლა.
გოგონებს აღმზრდელ-პედაგოგებმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს, ბუშტებით, ყვავილებით და დროშებით დახვდნენ ქართველი მეგობრები. უკრაინიდან ჩამოსულ პატარებს და მათ მშობლებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ მცირედი საჩუქრები გადასცეს და სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.