30 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა ქაჯაიამ, მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ქანთარიამ, ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი 150 ბენეფიციარს გადაეცა. უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს, ასევე გადაეცათ შავი ზღვის ტერმინალის (ყულევის) სასურსათო პაკეტები.