საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2 პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის -
https://vacancy.hr.gov.ge მეშვეობით შეუძლიათ.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იცის სახელმწიფო ენა;
ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
დ) აკადემიური მოსწრება: ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA 2.7-4.0).
დამატებითი მოთხოვნები და დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს, შემდეგ მისამართებზე:
საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილებაში სტაჟიორი - იურისტი
საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში სტაჟიორი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში
კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.