დღეს, ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მე-9 მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა. ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, ერთ-ერთი დემოკრატიული და წარმატებული პარლამენტის დაკომპლექტებას, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს და განსაკუთრებით ჩვენს ხობელ და ზუგდიდელ ამომრჩეველს ამ დიდი ნდობისთვის. ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს პარლამენტში ჰყავს ორი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ პარტიული სიიდან ბატონი გიგა ბუკია და მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი ბატონი ირაკლი (დაჩი) ბერაია, გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ თითოეული ხობელის სათქმელს იტყვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში.
ვულოცავ კიდევ ერთხელ ჩვენს გუნდს ამ დიდ გამარჯვებას და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ.
ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე