ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროცესი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა დაჩი ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერეს.
პროექტის შესაბამისად: 4432 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტო-ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, მილხიდები და რკინის ცხაურები.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 425 ათას ლარამდე შეადგენს რომელსაც შპს „მიმდემი“ ახორციელებს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.