ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ, მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ზემო ქვალონში, კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ.
საბავშვო ბაღი, რომლის რეაბილიტაციაზეც 50 ათას ლარამდე დაიხარჯა, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.