12 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სტარტი აიღო აგვისტოს ომის დროს დაღუპული ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშებამ მინი- ფეხბურთში. ტურნირში შვიდი გუნდი მონაწილეობს (შუა ხორგა, ჭალადიდი, ქარიატა, ახალი სოფელი, ბია, ყულევი და გურიფული).
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და სსიპ-სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო/ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სამეგრელო-ზემო სვანეთისა დაგურიის რეგიონული ცენტრი/ ხობის მუნიციპალური განყოფილების უფროსი მაიორი კორნელი შენგელია ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთდ დაესწრნენ.