ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის, ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშების ფინალური მატჩები გაიმართა.
ტურნირის გამარჯვებული ჭალადიდის ფეხბურთელთა გუნდი გახდა, მეორე ადგილზე ქარიატის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი თორსის ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა.
სპორტულ შეჯიბრებას ზვიად დათუაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.