16 ივნისს, შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის, ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული პენალტების სერიაში, ქალაქ ხობის გუნდი გახდა, მეორე ადგილი გუროფულის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე შუა ხორგის ფეხბურთელთა გუნდი გავიდა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულ ფეხბურთელებს თასები და სიგელები გადაეცათ. ღონისძიებას, ზვიად დათუაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.