ხობის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „მოწამეობრივი ხვედრი ეროვნული გმირისა“ გაიმართა. ღონისძიებაზე გაიხსენეს და კიდევ ერთხელ გააანალიზეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ გარდამტეხ პერიოდთან - საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებასთან, მოღვაწეობასთან და მის თანამოაზრეებთან დაკავშირებული მოვლენები. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.