31 მარტს თ. სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბილიოთეკაში უდიდესი ქართველი მოღვაწის, ეროვნული გმირის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეცნიერ-ფილოლოგის, მწერლის, მთარგმნელის, დისიდენტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის და ჭეშმარიტი ქართველის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც კიდევ ერთხელ გულთბილი, ტკივილნარევი სიტყვებით, თანამედროვეთა მოგონებებითა და ლექსებით გაიხსენეს მის მიერ განვლილი დიდებით მოსილი ტრაგიკული ცხოვრების გზა. საქართველოს პირველ პრეზიდენტთან ერთად პატივი მიაგეს ხობის პირველი პრეფექტის თენგის ქაჯაიას ხსოვნას. სანამ იარსებებს ისეთი ფასეულობები, როგორიცაა სამშობლოს სიყვარული, მამულიშვილობა.. ხალხისთვის თავდადებულ გმირებს დავიწყება არ უწერიათ.