2014 წლის 5 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ე. ჯობავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გ. ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მასწავლებლის საერთაშორისო დღისთან დაკავშირებით პირადად ესტუმრნენ მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგებს და მადლიერების ნიშნად სიგელები და წიგნები გადასცეს.