2014 წლის 5 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ე. ჯობავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გ. ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პირადად ესტუმრნენ მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგებს და მადლიერების ნიშნად მათ სიგელები და წიგნები გადასცეს.