• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • სამართლებრივი აქტები
      • სტაჟირება
        • 2026 წელი
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
      • 2026 წელი
        • იანვარი
        • თებერვალი
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუსავე მუნიციპალიტეტის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
        • 2026 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2026 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

სექტემბერი 29, 2026

ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
მინისტრმა მასწავლებლებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის, საქმისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერი დავით ბუკია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გივი მიქანაძემ პედაგოგებსა და შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. ინიციატივა პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას ემსახურება.
სექტემბერი 28, 2026

საკრებულოს სხდომა

28 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის, განაშენიანების დეტალურ გეგმაში შემდეგი ტექნიკური ელემენტების ასახვას/დაზუსტებას:
1. ქარხნის შპს „შავი ზღვის ტერმინალთან“ (შპს „სოკარის“ ტერმინალი) დამაკავშირებელი ნავთობსადენის გაყვანას;
2. წყლის გამწმენდი რეზერვუარების მოწყობა წყალჩაშვებისთვის შესაბამისი ფილტრაციისთვის და ზემოთხსენებული ნავთობსადენის პარალელურად წყლის მილის გაყვანას.
დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი
განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ № 45.09.26.715) სასტუმროსა და რესტორნის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მერიის მოთხოვნის საფუძველზე ამოღებულია დღის წესრიგიდან.
სექტემბერი 27, 2026

სოხუმის დაცემის დღე

სექტემბერი 25, 2026

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2026 წლის 28 სექტემბერს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

სექტემბერი 25, 2026

ბიუროს სხდომა

25 სექტემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2026 წლის 24 აგვისტოს N50-502623676 და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ბერაიას 2026 წლის 22 სექტემბრის N50-502626574 წერილების განხილვა:
• ,,ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ № 45.09.26.715) სასტუმროსა და რესტორნის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე.
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე).
სექტემბერი 24, 2026

დასრულდა რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული „ლიბერთი ბანკის“ გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი შპს „იდეაინდუსტრიამ“ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე კომპანია „სოკარის“ გუნდი გავიდა.
ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობისა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.
სექტემბერი 21, 2026

გილოცავთ ღვთისმშობლობას!

სექტემბერი 18, 2026

ხობში ვაჟა ეგრისელის საღამო გაიმართა

18 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, ხობის საპატიო მოქალაქისა და პოეტ-აკადემიკოს ვაჟა ეგრისელის საიუბილეო საღამო გაიმართა.
საიუბილეო საღამოზე გამომსვლელებმა ისაუბრეს ვაჟა ეგრისელის შემოქმედებაზე, წაიკითხეს მისი ლექსები. შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები.
საღამოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.
ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობისა და "ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის" ორგანიზებით ჩატარდა.
სექტემბერი 16, 2026

საბავშო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო.
საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს და აღმზრდელ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა ქაჯაიამ, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს.
სექტემბერი 15, 2026

ახალი სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
წელს, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში 208 პირველკლასელი ჩაირიცხა. საჯარო სკოლების პირველკლასელ მოსწავლეებს სახელმწიფოსგან საჩუქრად კომპიუტერები (ნეთბუქი) და სახელმძღვანელოები გადაეცათ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა ქაჯაიამ, მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გივი ლატარიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის და ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიულოცეს.
ტრადიციულად ხობის წმინდა სამების სახლეობის ტაძრის წინამძღვარმა კირიონ დარასელიამ პირველკლასელები დალოცა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ.
სექტემბერი 1, 2026

ვაკანსია - სტაჟირება

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2 პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - https://vacancy.hr.gov.ge მეშვეობით შეუძლიათ.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იცის სახელმწიფო ენა;
ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
დ) აკადემიური მოსწრება: ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA 2.7-4.0).
დამატებითი მოთხოვნები და დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს, შემდეგ მისამართებზე:
საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილებაში სტაჟიორი - იურისტი
https://vacancy.hr.gov.ge/JobPro…/UserOrgVaks/Details/101494
საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში სტაჟიორი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში
https://vacancy.hr.gov.ge/JobPro…/UserOrgVaks/Details/101474
კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.
აგვისტო 29, 2026

ევროპის სპორტის კვირეული

ხობის ცენტრალურ პარკში „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში შეჯიბრებები გაიმართა ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ქართულ ჭიდაობასა და ნარდში.
კვირეულის დასკვნით ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გივი ლატარია და მერის მოადგილე დავით ბერაია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
გამარჯვებულ და პრიზიორ მონაწილეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. “ევროპის სპორტის კვირეული“ იმართება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სპორტული გამოცდილებისა, თუ ფიზიკური მომზადების დონისა.
“ევროპის სპორტის კვირეული“ ადგილობრივი თვითმმართველობისა და „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.
აგვისტო 29, 2026

დასრულდა ნუტი ლემონჯავას სახელობის ტურნირი ფეხბურთში

29 აგვისტოს, ხობში საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე დასრულდა ხობის „კოლხეთი-2“-ის ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „იუვენტუსის“ აკადემიისა და „ტორპედო“ ქუთაისის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება მოიპოვა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა „იუვენტუსის“ აკადემიის გუნდი. მეორე ადგილზე გავიდა „ტორპედო“ ქუთაისის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი, ხოლო მესამე ადგილი ხონის სასპორტო სკოლის ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა.
დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის პრეზიდენტი გოჩა ჩიქოვანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის,სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციისა და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ ხობის კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.
აგვისტო 28, 2026

გილოცავთ მარიამობას!

აგვისტო 27, 2026

საკრებულოს სხდომა

27 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ”, რომელიც არეგულირებს ხობის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი ავტომობილების განაწილებას, კლასიფიკაციას, გამოყენებასა და შესყიდვას, ასევე ადგენს მათ ტექნიკურ მოთხოვნებსა და ფლობის ღირებულების ზღვარს.
საკრებულოს სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი: საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2027-2029 წლებში დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ რომლის თანახმადაც დაგეგმილია: ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – თამარ მეფის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის, დავით აღმაშენებლის II ჩიხის, დემეტრე თავდადებულისა და გიორგი ლეონიძის ქუჩების რეაბილიტაცია; პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში – მედეა ნაჭყებიას ქუჩის რეაბილიტაცია; ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ბიაში – მე-6 ქუჩის რეაბილიტაცია; თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ დღვაბაში – გზის რეაბილიტაცია; ზემო ქვალონისა და ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
სხდომაზე განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: დურღენას, ბულიშისა და გიმოზგონჯილის ქუჩების სახელდების შესახებ“ ხორციელდება ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ქუჩების სახელდება.
განკარგულების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2026 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 დეკემბრის N46 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც საგრანტო სისტემის გაუქმების გამო 1,000-ლარიანი ერთჯერადი ჯილდოს გაცემა უქმდება, ხოლო მის ნაცვლად ხობის მუნიციპალიტეტი აწესებს მერის სტიპენდიას, რომელიც გაიცემა მაღალი აკადემიური მოსწრების 95 ქულა ან მეტი მქონე, საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტზე. სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრა 250 ლარის ოდენობით თვეში, სტიპენდია გაიცემა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში — 9 თვის მანძილზე. სტუდენტის აკადემიური მაჩვენებელი განისაზღვრება წინა სასწავლო წლის ბოლო ორი სემესტრის შედეგებით.
დღევანდელ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის იანვარ- ივნისის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შედეგების შესახებ ანგარიში წარმოადგინა. საკრებულოს მხრიდან ბიუჯეტის 6 თვის ანგარიში დადებითად შეფასდა.
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუსავე მუნიციპალიტეტის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By