ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო.
საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს და აღმზრდელ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა ქაჯაიამ, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს.