საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებით, „ხობის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის N17დადგენილებით დამტკიცდა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა,
ხობის მუნიციპალიტეტის გერბი
ხობის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა
ხობის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომელიც გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. პირველ ნაწილს უჭირავს ფარის 2/3, ხოლო მეორე ნაწილს - ფარის 1/3. გერბის ფარის პირველი ნაწილი წარმოადგენს ვერცხლის ველს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ლურჯი მცირე ფარი. მცირე ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ვერცხლის კვართი. გერბის ფარის მეორე ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ტალღოვან ველს, რომლის ზედა ნაწილი გადაკვეთილია ვერცხლის ორი ტალღოვანი სარტყელით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-ლურჯი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი - „ხობი“.
ხობის მუნიციპალიტეტის დროშა
ხობის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა
ხობის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომელიც ჰორიზონტალურად არის გაყოფილი ორ ნაწილად - თეთრ და ლურჯ ველებად. პირველ ნაწილს უჭირავს დროშის 2/3, მეორე ნაწილს - დროშის 1/3. დროშის პირველ ნაწილში თეთრ ველზე, ცენტრში, მოთავსებულია ლურჯი მცირე ფარი. მცირე ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია წმინდა მარიამ ღვთისმშობლის თეთრი კვართი. დროშის მეორე ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ველს. დროშის პროპორციაა: 2/3.