პირადი ინფორმაცია
სახელი, გვარი: ლელა შამათავა
დაბადების თარიღი - 09.09.1974 წ.
დაბადების ადგილი - ხობის რაიონი სოფელი საჯიჯაო.
საცხოვრებელი ადგილი - ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული.
განათლება - უმაღლესი.
პროფესია (სპეციალობა)
იურისტი (სამართალმცოდნე).
სამუშაო გამოცდილება
1996 წ. - ქ. თბილისის მერიის საყოფაცხოვრებო მომსახურების კომერციული სამმართველო „თბილმომსახურების“ უფროსის თანაშემწე.
1996-1998 წწ. - თბილისის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მეთოდისტი.
1999-2001 წწ. - ხობის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების სპეციალისტი, არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.
2002-2005 წწ. - თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის სამეგრელოს ფილიალისა და ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის უფროსი მასწავლებელი.
2005-2006 წწ. - საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის ადვოკატურის ადვოკატი, იურიდიული ფირმა „მთაწმინდის ადვოკატურის“ ადვოკატი.
2006-2007 წწ.- ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული და ეკონომიკური ანალიზის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
2007-2009 წწ. - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში.
2009-2012 წწ - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი.
2012 წლის 23 მარტიდან ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი.
ოჯახური მდგომარეობა
მეუღლე - თენგიზი ბუკია.
შვილები - რეზი და მარიამ ბუკიები.