ძველი ხიბულის ციხესიმაგრე „ჯიხა“ - მდებარეობს სოფელ ძველ ხიბულაში მაღალ ბორცვზე, მდინარე ჭანისწყლის მარჯვენა ნაპირზე.
ციხე წარმოადგენს ხუროთმოძღვრულ კომპლექსს, იგი შედგება გალავნისაგან, რომელიც წაქცეულია, კოშკისა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებისაგან. ციხის ეზოში შემორჩენილია ამოვსებული ჭა, ქვევრები.
ციხე XVII საუკუნის I ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს მალაქია გურიელს აუშენებია, როგორც „ციხე-სალარო“. ეტყობა, ამ ციხეში შიშიანობის დროს საეკლესიო ქონებას ინახავდნენ.
ამ ადგილას ციხე-სიმაგრე უფრო ადრე უნდა ყოფილიყო აშენებული, კოშკს ეტყობა, რომ იგი უფრო გვიანაა აშენებული.