საჯარო სამართლის იურიდიული პირი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ხობის სამუსიკო სკოლა 2007 წელს ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ხოლო მის ბაზაზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით 2007 წლის 31 ივლისს დაფუძნდა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი“, რომლის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს სამუსიკო სკოლა (მთავარი სპეციალისტი თამუნა ხუნწარია) რომლის მიზანია: მოსწავლეებისთვის მუსიკალური ხელოვნების საფუძვლების გაცნობა-სწავლება; მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა; კონკურსების, ფესტივალებისა და სხვა ღონისძიებების საშუალებით გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები; განსაკუთრებული სახელოვნებო ნიჭითა და უნარით დაჯილდოებულ ბავშვთა გამოვლენა და მათვის სპეციალური პროგრამებით განათლების მიღების უზრუნველყოფა.
თამარი ხუნწარია
ა(ა)იპ განათლების ცენტრის სამუსიკო სკოლის მთ.სპეციალისტი
მობილური: +995 555 143949
ნაზი ბერაია
სამუსიკო სკოლის სპეციალისტი
მობილური: +995 599 142607
პედაგოგები:
საფორტეპიანო განყოფილება
1. ვ.ანთია
2. ჟ.ლატარია
3. მ.ბერაია
4. ნ.სერგია
5. ნ.მარგველაშვილი
6. ი.ჩიტია
7. ი.კაკულია
8. ლ.ჩიტაია
9. ხ.სალია
10. ლ.გაგუა
11. ხ.ჯობავა
თეორიული განყოფილება
12. ნ.გვასალია (სოლფეჯიო)
13. ლ.ხურცია (მუს.ლიტერატურა)
14. ნ.კორტავა (გუნდი)
სამუსიკო სკოლა მოსწავლეებს აძლევს პირველად მუსიკალურ განათლებას, მოსწავლეები სამუსიკო სკოლაში ეზიარებიან მუსიკის ლამაზ ჰანგებს,ყალიბდებიან სრულყოფილ მსმენელებად .
ჩვენი სკოლა ანიჭებს მუსიკალური განათლების პირველად საფეხურს საფორტეპიანო დარგში, სწავლება 6 წლიანია.
მოსწავლეთა კონტიგენტი შეადგენს 70 მოსწავლეს.
გაიცემა სათანადო მოწმობა.