ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის
მუნიციპალური პროგრამა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი არეგულირებს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული - განათლების ხელშეწყობის, ხობის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების საშუალო საფეხურის წარმატებულ მოსწავლეთა ფინანსური ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ჯილდო - ერთჯერადი ფულადი ჯილდო;
ბ) წარმატებული მოსწავლე/ახალგაზრდა - ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები.
მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსების წყარო , მოქმედების ვადა, მისი დაწყებისა და დასრულების დრო
1. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 18000 (თვრამეტი ათასი) ლარს და ფინანსდება ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
2. პროგრამა მოქმედებს 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4. წარმატებული მოსწავლე/ახალგაზრდის დაჯილდოება
1. სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) ოქროს მედალოსანი მოსწავლე - 300 ლარი;
ბ) ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე - 200 ლარი.
მუხლი 5. დაფინანსების მისაღებად განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
წარმატებულმა მოსწავლე/ახალგაზრდამ ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებამ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი საპატიო წოდების (ოქროს მედალოსანი, ვერცხლის მედალოსანი) დამადასტურებელი დოკუმეტი;
დ) წარმატებული მოსწავლე/ახალგაზრდის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
მუხლი 6. განცხადების წარდგენის ვადები
1. განცხადების წარდგენის ვადები განისაზღვროს სასწავლო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს ორი თვისა.
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური 10 დღის ვადაში განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.
მუხლი 7. ჯილდოს გაცემის წესი
1. . ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური საბოლოო დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ჯილდოს გაცემის შესახებ.
2. ამ წესით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 8. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა
N
|
ღონისძიებების დასახელება
|
ბიუჯეტი
|
შემსრულებელი
|
1
|
ხობის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების საშუალო საფეხურის წარმატებულ მოსწავლეთა, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოება
|
18000
|
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
|
|
ჯამი
|
18000
|
|